მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს მრავალფეროვანი, ბავშვების ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო და ამაღლებული განწყობით დაიწყეს ანბანის სწავლა პირველკლასელებმა.
პედაგოგმა, ნონა ტეფნაძემ პირველ კლასში „ანბანის შებრძანება“ დღესასწაულად აქცია.
მან ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„ჩემი მერცხალა გოგო-ბიჭები, გონიერები, სწრაფები, მხიარულები... არადა, უნდა გამოგიტყდეთ, თქვენთან პირველი შეხვედრისას ერთი ფრაზა გამახსენდა ქართული ფილმიდან - „ესენი როდის დაიზრდებიან - მეთქი?!“ მომწონს და მიხარია თქვენთან მუშაობა გილოცავთ „ანბანეთში“ შებრძანებას, ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა, მიყვარხართ!“, - აღნიშნავს პედაგოგი ნონა ტეფნაძე.
აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სკოლის დირექტორი ვახტანგ ხაჩიძე ესწრებოდა. მან ბავშვებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.