სიახლეები
სკოლები

დაბლაციხის საჯარო სკოლაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა 
18-11-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლაში, მეცნიერების დღესთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში, სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია დაიგეგმა და ჩატარდა. 

მოსწავლეებმა განიხილეს მეცნიერული აღმოჩენები, ინოვაციური ტექნოლოგიები, ისაუბრეს მათ როლზე და მნიშვნელობაზე ყოფა-ცხოვრებაში და ყურადღება გაამახვილეს გარემოს სისუფთავეზე.

ისინი გაეცნენ მანძილისმზომ სენსორს, ულტრასონიკს. აღწერეს ღამის განათების ნათურების მოწმედების პრინციპი, ელექტრული კომპონენტების - დიოდისა და ფოტორეზისტორის გამოყენებით.     

ნინო დოლიძემ პრეზენტაცია - „მეცნიერული აღმოჩენები", მე-7, მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეებმა, კი „მიკროპლასტმასა ღრუბლებში“ გამართეს. მათი ხელმძღვანელი მ. ჩხიკვაძე გახლდათ.

მოსწავლეებმა ნახეს და განიხილეს სამეცნიერო ცდა, ასევე მეექვსე კლასის მომზადებული ვიდეორესურსი - „იკროპლასტმასა გარემოში". აქტივობის ხელმძღვანელი თამარ შელეგია იყო.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის გაკვეთილზე ააწყვეს TOX-ის მიერ მიწოდებული რესურსი - „ნათურა გენერატორის" მოდელი. ხელსაწყოს მოქმედების პრინციპი კი, ახსნეს კონფერენციაზე. ღონისძიების ბოლოს, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, შემდეგ თემებზე:

1. მე რომ გამომგონებელი ვიყო?

2. პრაქტიკაში გამოყენებული სენსორები?

პროექტი განხორციელდა ეკოკლუბის ფარგლებში და განახორციელეს გუნდ „ინოვაციების" წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

სემესტრული ქულების მნიშვნელობა - რაზე აისახება აკადემიური მოსწრება - ბიუჯეტი

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია

ღონისძიებაში  მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე

მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება