სიახლეები
სკოლები

Among us - პირველი სვირის საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
18-11-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა კარგად იციან, რომ მოსწავლეთათვის უმთავრესია 21-ე საუკუნის უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათივე თქმით კი, გამოსავალი - პროექტული სწავლებაა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტული სწავლება სასკოლო ცხოვრებაში პირველ რიგში სწავლის მოტივაციის ამაღლების და ფაქტობრივი ცოდნის პრაქტიკაში გადატანის ეფექტური მიგნებაა. ამასთან, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსწავლე აქტიური, შემოქმედი, დემოკრატიული უნარებით აღჭურვილი პიროვნებად ყალიბდება, რაც თანამედროვე ცხოვრებაში თვითდამკვიდრებას უწყობს ხელს.

სწორედ ამ მიზნით პირველი სვირის საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მე-8 მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი - Among us (ჩვენს შორის), რომელსაც პედაგოგი სოფიო ჟღენტი ხელმძღვანელობდა.

ნასწავლ თემატიკაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მოირგეს ჟურნალისტის ფუნქციები და გაეცნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ სახეებს, ინტერვიუ აიღეს ხელნაკეთი ნივთების დიზაინერთან, გაესაუბრნენ წარმატებული სპორტსმენის- გიორგი მამარდაშვილის ნათესავებს, შექმნეს ახალი ამბების ვიდეოკოლაჟი.

„ვფიქრობ მათ შეძლეს გამოევლინათ შესაძლებლობის მაქსიმუმი, რაც მომავალში თავდაჯერებულად შრომის გაგრძელების იმედს მიტოვებს. წარმატებები მოსწავლეებსა და მასწავლებელს. მადლობა მათ საჭირო და დროული განხორციელებული აქტივობისათვის“, - აღნიშნავს პედაგოგი მზექალა ღიბრაძე. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება