სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის ფესტივალი ჩემს სოფელში“- წყრუთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება  
18-11-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. 

იქ მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენაზე ღონისძიება -„შემოდგომის ფესტივალი ჩემს სოფელში“ გამართეს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო და გამორჩეული ლექსები ორივე ენაზე მოიძიეს. 

მათ სახალისო აქტივობები და შემოდგომასთან დაკავშირებული დავალებები ინგლისურ ენაზე შეასრულეს. პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა საკლასო ოთახში თავიანთი ხელით მომზადებული სხვადასხვა დეკორაცია მიიტანეს, კლასი გააფორმეს და დასკვნითი ღონისძიება მოაწყვეს.

ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა-  არამ ვარდანიანმა, მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ღონისძიების ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას, ღონისძიების მაღალ დონეზე მომზადებისა და აქტიური ჩართულობისთვის. 

„ბოლოს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოკლე ფილმი, რომელიც ასახავდა შემოდგომის ბარაქის და ჭირნახულის აღების საკუთარ გამოცდილებას. ჩანდა, როგორ მონაწილეობენ ისინი საოჯახო საქმეებში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება