მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასელებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„განათლება რომ ერის ცხოვრების ქვაკუთხედია სადავო არ არის, ამიტომ გვახარებს წარმატებულ მოსწავლეთა სიმრავლე სკოლებში. „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ დაჯილდოებულ სკოლებს შორის იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც.
„ახლა მედალზე გელოდებით, მხოლოდ ისე იშრომეთ, რომ თქვენი წარმატება უხინჯო იყოსო“- ასე დაარიგა მოსწავლეები რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა -ლირა ღურწკაიამ. წარმატებებს ვუსურვებ დღეს დაჯილდოებულ თითოეული სკოლის მოსწავლეს და ვუსურვებ თავიანთი სიტყვა ეთქვათ ერის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნონა მებონია.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.