სიახლეები
სკოლები

„გილოცავთ, ჩვენო სამგზის გამარჯვებულებო“- ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდის მორიგი ბრწყინვალე წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
19-11-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ინციატივებს აქტიურად უერთდებიან და თავიანთ ცოდნას ფართო ასპარეზზე წარმოაჩენენ. 

ამჯერადაც, სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალურ კონკურსში მიღწეულ მორიგ წარმატებას აღნიშნავენ. 

ახლახან, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ მუნიციპალური ტურის პირველი ასაკობრივი ჯგუფის (მე-3 - მე-5 კლასი) თამაში ბარდნალის საჯარო სკოლის გუნდის - „გამბედავების“ გამარჯვებით დამთავრდა, რომელიც მხოლოდ მეხუთეკლასელი ვაჟებითაა დაკომპლექტებული.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება, მათი შემართება და მოტივაცია, ულოცავენ მათ ამ შედეგს და წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ჩვენო სამგზის გამარჯვებულებო, ამ წარმატებას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და მთელ სკოლას! რას იტყვით, სახელის შეცვლაზეც ხომ არ გვეფიქრა აწი? მგონი, „უძლეველები“ უფრო მოგიხდებოდათ?...“, - ამ სიტყვებით მიმართა სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა მოსწავლეებს და მიულოცა მიღწეული შედეგი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება