მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობა გამართეს.
მოსწავლეებმა აქტივობას - „ჩვენი საყვარელი საბავშვო მწერალი“, დაარქვეს და ისაუბრეს იმ მწერალზე, რომელმაც უამრავ ბავშვს აჩუქა ფერადი სამყარო, ამ სამყაროში მეგზურობა გაუწია და შექმნა პერსონაჟები, რომლებიც დავიწყებას არასდროს მიეცემიან.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი, გოგონებმა უკვდავი, ყველასთვის საყვარელი და სახასიათო პერსონაჟის - პეპის როლი მოირგეს და ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე იზეიმეს.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მწერლის ცხოვრება და „გააცოცხლეს“ მისი შემოქმედება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.