სიახლეები
პიროვნება

„მნიშვნელოვანია მასწავლებელი მოსწავლისთვის საიმედოობისა და უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენდეს“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანი წულაია 
19-11-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ ნანი წულაიას მოსწავლეებთან მეგობრული, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვს. ის ბავშვებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს. მოსწავლეები მის ღვაწლსა და შრომას აფასებენ და ცდილობენ საუკეთესოები იყვნენ, რაც მასწავლებელს ახარებს. პედაგოგი ბავშვებისთვის მაგალითის მიმცემია - მათ მუდამ წინსვლისკენ მოუწოდებს და მოუწოდებს მიზნისკენ სწრაფვა არასდროს შეწყვიტონ.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნანი წულაია პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გარემო, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, მოსწავლისა და მასწავლებლის ახლო თბილი და ღია კომუნიკაცია, რა დროსაც მასწავლებელი მოსწავლისთვის საიმედოობისა და უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ვხედავ, რომ მოსწავლეები ავლენენ ინტერესს სასწავლო საგნებისადმი და ის, რაც გუშინ ვერ შეძლეს, დღეს გამოუვიდათ კარგად და მათში ვხედავ მაღალ ადამიანურ ღირებულებებს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მშვიდ გარემოს, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთთანამშრომლობას, კოლეგიალურ განწყობას, სიახლეების გამოწვევების მიღებას, პროფესიონალიზმს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მზაობა გაკვეთილისთვის მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, რომელიც დამყარებულია მოსწავლეთა  სიყვარულზე.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ილია ჭავჭავაძის - „კაცია-ადამიანი?“ ეს ნაწარმოები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობებს დაფიქრდნენ ადამიანის ბუნებაზე, პასუხისმგებლობასა და სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზე.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- შემოდგომის ზეიმი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება