| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ კაცთმოყვარეობას, ტოლერანტობას ასწავლიან.
16 ნოემბერს, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომრის - ნიკა ართმელაძის ხელმძღვანელობით სკოლაში განხორციელდა ტოლერანტობისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობები.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებაში ჩაატარეს გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა არის ტოლერანტობა და ა.შ.
წარადგინეს რეზენტაციები მითითებული თემის ირგვლივ, დახატეს, დაწერეს, შექმნეს ლოზუნგები ტოლერანტობის შესახებ, განიხილეს კონკრეტული მაგალითები, გაიმართა დისკუსია.
ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ, მოქალაქეობის მასწავლებელი დარიკო მელაძე.
„ჩვენ ვართ ტოლერანტები, იყავით თქვენც!“- მოსწავლე-მასწავლებლები ამ ლოზუნგის ირგვლივ გაერთიანდნენ და საზოგადოებას შემწყნარებლობისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს