სიახლეები
სკოლები

„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა სკოლის ჭიშკართან შემოგებებულ მოსწავლთა გაბრწყინებული თვალები“ - ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჯოჯუა
19-11-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჯოჯუა მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს. მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებთან მეგობრული, ნდობასა და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობები. პედაგოგი თითოეული მოსწავლის აზრს ისმენს და ითვალისწინებს.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნინო ჯოჯუა პასუხობს: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლე-მასწავლებლის ინტერესებზე მორგებულ გარემოს, მრავალფეროვალფეროვნებას საკლასო სივრცეში, გარემოს, რომელშიც უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს, როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელი.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და ურთიერთპატივისცემა, რადგან მოსწავლე მასწავლებელს პირველივე წამიდან თუ არ ენდო, თავი არ იგრძნო უსაფრთხოდ მასთან ურთიერთობაში, არ დაიჯერა მისი გულწრფელობა, მისი ნამდვილობა, არამედ პირიქით იგრძნო სიყალბე და ხელოვნურობა, მსგავს გარემოში პატივისცემაც ძალდატანებითია.

ამ შემთხვევაში რთულია დაარწმუნო ბავშვი შენი საგნის სწავლის აუცილებლობაში, რადგან ადამიანი, რომელსაც სთავაზობ ცოდნას, მიიღებს ამ ყველაფერს არა იმისთვის, რომ გაავლოს პარალელი გარე სამყაროსთან, შეძენილი გამოცდილება დაუკავშიროს რეალურ ცხოვრებას და გამოიყენოს საჭირობისამებრ, არამედ იმ მიზეზით, რომ უბრალოდ იძულებული იყო ესწავლა, რათა თავის დროზე მასწავლებელი არ გაებრაზებინა, რაც გვაძლევს მინიმალურად ეფექტურ შედეგს და ურთიერთობაც ნაკლებად პროდუქტიულია.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 
- თითოეულ მათგანში ადამიანური ღირებულებების ის მარცვალი დევს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევების ფონზე და დარწმუნებული ვარ დაეხმარება მათ ყოველი დაბრკოლების გადალახვაში.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- შეკრულ საზოგადოებას, განსხვავებული აზრის მიმღებლობას, სასკოლო საზოგადოების მიზნისა და სამუშაო პრინციპის გაანალიზებას.

აგრეთვე აუცილებელია სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს ღრმად გათავისებული და შესისხლხორცებული ჰქონდეს პასუხისმგებლობა იმ საქმისადმი, რომელსაც ემსახურება.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- სკოლის ჭიშკართან შემოგებებული მოსწავლის გაბრწყინებული თვალები შეძახილით: „Hello, teacher!“ და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მოულოდნელი ჩახუტება.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 
- რთულია დაასახელო ერთი ან რამოდენიმე ნაწარმოები, როდესაც უამრავი არსებობს, როგორც ქართული, ასევე უცხოური, თუმცა გამოვყოფდი შემდეგს:

• კონსტანტინე გამსახურდიას - „დიდოსტატის მარჯვენა“;

• ნოდარ დუმბაძის - „მე ვხედავ მზეს“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „კუკარაჩა“, „თეთრი ბაირაღები“.

• აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელი“;

• გიორგი ლეონიძის - „ნატვრის ხე“;

• ალექსანდრე ყაზბეგის - „ხევისბერი გოჩა“;

• შარლოტა ბრონტეს - „ჯეინ ეარი“;

• „ანა ფრანკის დღიური“;

• ჯონ ბოინი „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“.

• ოსკარ უაილდი „დორიან გრეის პორტრეტი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იქედან გამომდინარე, რომ ერთ უპრეტენზიო, „ჩვეულებრივი“ მსახიობის და გრიმიორის ოჯახში ვიზრდებოდი, (არ მახსოვს ჩემს მშობლებს ოდესმე ესარგებლათ სანაცნობო წრით, რამაც გამომიმუშავა ბრძოლისუნარიანობა და კუთვნილის სამართლიანი გზით მიღების უნარი), შესაბამისად არ ვიყავი განებივრებული სასკოლო ღონისძიებებში ჩართვით, როგორც ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ხდებოდა ხოლმე აუცილებლად ექიმის, ადვოკატის და ასე შემდეგ შვილი უნდა ყოფილიყავი.

თუმცა, როდესაც სკოლა გამოვიცვალე, მასწავლებელმა შემომთავაზა ხელოვნებათმცოდნეობაში დამემუშავებინა თემა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის ერთ-ერთ მსახიობზე. ორმაგად სიმბოლური და დაუვიწყარი გახდა ეს ფაქტი ჩემთვის, რადგან ჩემი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანზე და უდიდეს მსახიობზე პეტრე წულაიას ბიოგრაფიაზე მიწევდა მუშაობა, თან პირველი ხარისხის დიპლომი ფილმი „ქეთო და კოტეს“ რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გადმომცა დაჯილდოებაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემმა ქართულის მასწავლებელმა იმ დღეს აღმომაჩინა, როგორც მოსწავლე.

სწორედ ჩემი წარსული მწარე გამოცდილება „მაიძულებს“ ვიყო მიუკერძოებელი მოსწავლეთა მიმართ და სოციალური სტატუსის მიხედვით არასოდეს დავყო ისინი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება