მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში ფიზიკური აქტივობებისთვის ყოველგვარი პირობაა შექმნილი - იქნება ეს სპორტული დარბაზი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი თუ სპორტული ინვენტარი და აღჭურვილობა, რომელიც მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები აქტიურად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, შიდასასკოლო ღონისძიებების ფარგლებში, სკოლაში, ჩატარდა სპორტული ღონისძიება დევიზით: „ვინ უფრო სწრაფად, ვინ უკეთ“. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორები: ნ.ჯანჯღავა და ლ.ერქვანია არიან.
როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება გახლდათ.
„ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობა. სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გააქტიურება ძალიან კარგია, თუმცა დიდი ხელშეწყობაცაა საჭირო. ამ თვალსაზრისით კი ჩვენ სკოლაში ნამდვილად განებივრებულები ვართ“, - სიამაყით აღნიშნავენ მოსწავლე-მასწავლებლები.
ამავე ღონისძიებების ფარგლებში უახლოეს მომავალში იგეგმება ასევე შეჯიბრის ჩატარება სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა გეზრბენი, მინი-ფეხბურთი და 3x3 კალათბურთი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.