სიახლეები
სკოლები

„ფიზიკოსი-ლირიკოსები“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ლემშვენიერას საჯარო სკოლაში
20-11-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის ისტორიას კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება შეემატა. 

„ფიზიკოსი-ლირიკოსები“ - ეს ის ღონისძიებაა, რომელმაც ლირიკა ფიზიკის ტერმინოლოგიით აამატყველა, აინშტაინი კი სვანური ფოლკლორის ნაწილად აქცია. ორიგინალური ღონისძიება მეტად საინტერესო აღმოჩნდა და გულგრილი არავინ დატოვა. 

ღონისძიების შესახებ მისი ავტორი, სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე თავად გვიყვება. 

„ემოციურად დატვირთული დღე. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის ერთ-ერთი ულამაზესი ფურცელი გადაფურცლა ღონისძიებამ - „ფიზიკოსი-ლირიკოსები”. ორ თვეზე მეტია ვმუშაობდი უნიჭიერეს მე-9 კლასელებთან ერთად, ბევრ სირთულეს გადავაწყდით, ძნელია ფიზიკის ტერმინოლოგიით ამღერო და აამეტყველო ლირიკა, ააცეკვო მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერების მოლეკულები ქართულ მოტივებზე და სვანური ფოლკლორის ნაწილი გახადო აინშტაინი.

იყო კრეატიული, ნიშნავს რაიმე შექმნა ახლებურად და ორიგინალურად. 

ჩემო ნიჭიერო ახალგაზრდებო ჩვენ ეს შევძელით და თქვენი დიდი მონდომების შედეგად  ულამაზესად წარმოაჩინეთ თქვენი ღონისძიება.

დიდი მადლობა მინდა უთხრა თქვენ მშობლებს, რომლებიც ასე დაგიდგნენ გვერდში და ღონისძიებაზეც ანშლაგით მოვიდნენ. დიდი მადლობა სოფო მასწავლებელს, რომელიც დაგვეხმარა სიმღერების დაგვირისტებაში.

მადლობა, ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შეფასებებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერა საჯარო სკოლა“,- აღნიშნავს დორექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება