მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბ „თემიდასა“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით, სკოლის ეზოში საქველმოქმედო ფესტივალი - „ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ ჩატარდა.
მასში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის, ხიხანის, მარნეულის N3 საჯარო სკოლები და სტუდია „ჰობი ჰაუსი“ მონაწილეობდა. ფესტივალს ესწრებოდა მარნეულის დემოკრატიული ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ სამხარაძე.
ფესტივალის ფარგლებში, მუსიკალური ნომრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა სტუმრებსაც შეეძლოთ.
ჩატარდა შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში, სადაც უფროსი თაობის ადამიანები ახალგაზრდებს ტოლს არ უდებდნენ. გარდა ამისა, შეჯიბრება ფრენბურთში და სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ამან მოსწავლეები კიდევ უფრო გაამხიარულა.
ადგილზე ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასიც გაიმართა, რომელშიც სტუმრებიც და მასპინძლებიც მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიების შედეგად, 955 ლარი შეგროვდა, რაც სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს გადაეცა.
„წლევანდელ ფესტივალზე ყველაზე მაღალი ჩართულობა იყო მოსწავლეთა მხრიდან და მე-5 კლასიდან დაწყებული, ყველა კლასი მონაწილეობდა მასში. ჩართულები იყვნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებელთა ნაწილი. აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები, მათ თან მოიტანეს სხვადასხვა ნუგბარი და თან გაყიდეს.
პარალელურად, გვქონდა გზავნილებიც. სულ შემოვიდა 955 ლარი და გადავეცით 2 შშმ ბავშვის სოციალურად დაუცველ ოჯახს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.