მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბედების 187-ე წლისთავი.
დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის დაბადების დღე სკოლაში თემატური დღეები მიეძღვნა.
მე-6, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ილიას კვირეული და ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის დამაგვირგვინებელი ღონისძიება.
მოსწავლეებმა გაანალიზეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს სკეტჩი ილიას ნაწარმოებიდან - „კაცია ადამიანი“?! ბავშვებმა გაითამაშეს ლუარსაბისა და დარეჯანის ბუზების დათვლის დიალოგი, რომელმაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაყვალა ანანიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.