მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ბოცვაძე წარმატებული და განათლებული მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს.
მისთვის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა გახლავთ. შესაბამისად, სწორედ ესაა დირექტორის მუშაობის პრინციპიც. ამგვარი მიდგომით კი, სკოლაში თანამშრომლობითი და მეგობრული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
დირექტორის კომპეტენტური აზრი კი, სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა. ამჯერად, ცირა ბოცვაძემ სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გარემოს, სადაც მოუხარიათ და თავს გრძნობენ დაცულად.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- გამოირჩევიან დადებითი პიროვნული თვისებებით.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდური მუშაობის პრინციპს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- სასკოლო საზოგადოებასთან ერთად მიღწეული წარმატებები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ასტრიდ ლინდგრენის, ნოდარ დუმბაძის, ჟიულ ვერნის, თომას მანის, გიორგი კეკელიძის ჩანაწერები.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- მხატვრული კითხვის კონკურსი, მუსიკალურ შვიდწლედში გამართული ღონისძიებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.