სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ზურა გელაშვილმა კიკგბოქსინგის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
19-11-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი პედაგოგ მარინა კუჭუხიძის სადამრიგებლო - მე-9 კლასის მოსწავლე - ზურა გელაშვილია. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის კარგ სწავლასთან ერთად, მისაბაძი ყოფა-ქცევითაც გამორჩევა, უყვარს საქართველოს ისტორია და სპორტი. ზურა გელაშვილი 8 წელია კიკგბოქსინგში ვარჯიშობს და წარმატებებიც აქვს.

ის ახლახან, თბილისში გამართულ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისა და მსაჯის ლევონ პოღოსოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა და პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლაში მისი წარმატებით ხარობენ და ულოცავენ. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება