მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე აისახება.
სკოლას ბევრი გამორჩეული, წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სკოლა სისტემატურად მონაწილეობს საქალაქო ღონისძიებებში, რომლებსაც გეგმავს ჭიათურის მუნიციპალიტეტი. ამასთან ერთად, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დამოუკიდებლადაც მრავალ პროექტს ახორციელებენ.ბავშვები სწავლითაც გამოირჩევიან.
სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ ის ფაქტი, რომ საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულების შემდეგ მოსწავლეები: თამარ კვიჟინაძე, მარიამ მიქაცაძე, ნინო მაჩიტიძე, ქეთი კურტანიძე, ნუცა სამხარაძე, ლიზა ტყემალაძე და ვატო წულუკიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ ლეპტოპებით დაჯიდლოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლის დირექტორი ქალბატონი ცირა ბრეგვაძე, სკოლის ადმინისტრაცია, პედკოლექტივი მოსწავლეებს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.