მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით თავიანთ ცოდნასა და ინტელექტს ფართო ასპარეზზე, წარმატებით წარმოაჩენენ.
ამჯერად, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“, მუნიციპალურ თამაშებზე, მოსწავლეთა სამ ასაკობრივ ჯგუფში სწორედ ბარდნალის საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს საპრიზო ადგილები.
მუნიციპალური ტურის პირველი ასაკობრივი ჯგუფის (მე-3 -- მე-5 კლასი) თამაში ამავე სკოლის გუნდ -„გამბედავების“, გამარჯვებით დამთავრდა, რომელიც მხოლოდ მეხუთეკლასელი ვაჟებითაა დაკომპლექტებული.
ასევე, პირველი ადგილის მფლობელი გახდა მეორე ასაკობრივი ჯგუფის (მე-6 -- მე-8 კლასები) გუნდი - „შევარდენი“, მესამე ასაკობრივი ჯგუფის გუნდი (მე-9 -- მე-12 კლასები) „გავაზი“, კი - მეორე ადგილზე გავიდა.
სკოლის დირექცია სამივე გუნდებს ულოცავს ამ მიღწევას და წინსვლას უსურვებს.
„გილოცავთ ამ მიღწევას, რომელიც თქვენი მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და წარმატებებს გისურვებთ შემდგომ, რეგიონულ, ეტაპზე!“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.