მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კომისიის გადაწყვეტილებით, სკოლამ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. სწორედ მთელი სასკოლო საზოგადოების შრომის დადასტურებაა ისიც, რომ სკოლამ პირველადი სრული ავტორიზაცია ყოველგვარი პირობისა და მონიტორინგის გარეშე გაიარა.
ამ ფაქტით სკოლაში ძალიან ხარობენ, ამაყობენ და ერთმანეთს ულოცავენ.
„გილოცავთ ყველას, სკოლის დირექციას, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მოსწავლეთა მშობლებს. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში ჩვენ გვერდით იყო“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.