სიახლეები
სკოლები

„დიდი იაკობი“ - საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია ჩხენიშის საჯარო სკოლაში
20-11-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები, იმართება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. 

ჩხენიშის საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის კათედრამ, სპორტისა და ესთეტიკის კათედრასთან ერთად, 21 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, განახორციელა პროექტი - „დიდი იაკობი“ პროექტის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში. მათ წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, დაამზადეს დიორამები, შექმნეს „დიდი წიგნი“ - „ლომი და თაგვი“.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნეს ელექტრონული რესურსი. ასევე წარმოადგინეს ინსცენირება მოთხრობის - „მუქარა“. წაიკითხეს დედაენაზე შექმნილი ლექსები. ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დიდი იაკობი“, რომელშიც გადმოცემული იყო ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ.

მოეწყო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ნახატების გამოფენა. ასევე ბავშვებმა  შეასრულეს დედაენაზე შექმნილი სიმღერები.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სახელმწიფო ენისა და სპორტისა და ესთეტიკის კათრდრას საინტერესო კვირეულისათვის.

იხილეთ ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება