მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, ჩხენიშის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ( KIU) პროექტში - „KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი“. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ ჩაატარა ლექცია თემაზე - „რა არის სამართლიანობა?“.
ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო და საცხოვრებელი კამპუსები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულმა პროექტმა დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში და მადლობა უხდიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სამტრედიის რესურსცენტრის ხელმძღვანელს თანადგომისთვის.
„ჩვენი სკოლის სახელით მადლობას ვუხდით KIU-ს ადმინისტრაციას ასეთი პროექტისთვის. მადლობას ვუხდით სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ თინა ხარძიანს მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა