მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მადონა კეკუტიას მოსწავლეებთან თანამშრომლობითი, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვს. როგორც თავად ამბობს, ყველაზე დიდ მოტივაციას სწორედ მოსწავლეები და მათთან ურთიერთობა აძლევს. თავისი საქმე და მოსწავლეები განსაკუთრებულად უყვარს, რასაც სასწავლო პროცესში ბავშვებიც გრძნობენ.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი მადონა კეკუტია პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- თანამშრომლობითი ურთიერთობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი მაძლევენ მოტივაციას შემოქმედებითად განვავითარო როგორც ჩემი, ასევე მათი უნარები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ეთიკის კოდექსის ზედმიწევნით შესრულებას და, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- „აბა, დღეს მე ვის რა ვარგე“.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იყო სარვამარტო ღონისძიება, ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვების მოსმენა. დედა და გაზაფხული. ეს სიცოცხლის საწყისი და ორივეს სულში შემოდინება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ