მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იქ დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდების სპორტითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით დაინტერესებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მოსწავლეები თემატურ აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“-ის მუნიციპალური თამაშების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მინაძისა და ახალციხის N1 საჯარო სკოლების გაერთიანებულმა გუნდმა, გოგონებს შორის, II ადგილი დაიკავა. მოსწავლეები და მასწავლებლები კი, დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.