სიახლეები
სკოლები

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერია გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში  
21-11-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება შემეცნებითი და შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვან თარიღებს ეხმიანება და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. 

ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ქართულის ენის  მასწავლებელმა - ნარგიზ პოდოსიანმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ.

ქართული ენის მასწავლებლებმა: ლია გოგოლაძემ და ეკატერინა სუდაძემ მოსწავლეებისთვის მოაწყვეს ფილმის, ჩვენება, რომელიც დიდი ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხებოდა. 

ღონისძიებების ბოლოს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის ლექსები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა გაიგეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება