| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ფერადი და შემოქმედებითი სახის ღონისძიება „შემოდგომის გაცილება“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე, რომლის ხელმძღვანელი პედაგოგი ლეილა ბერიძე გახლდათ, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მათ ასევე კლასში ლამაზი, შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, რომელიც ამ სეზონისთვის დამახასიათებელი ხილით მორთეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს