მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა გამოჩენილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გაცნობას, მათი შემოქმედების განხილვას, საიუბილეო თარიღების აღნიშვნას.
ამ მიზნით, სკოლაში ოქტომბერ-ნოემბრის თვეში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა.
მეორეკლასელების მონაწილეობით იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით კალიგრაფიის კონკურსი მოეწყო. კონკურსს პედაგოგი მაია ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა.
ისინი, ასევე გაეცნენ მწერლის შემოქმედებას, გამომეტყველებით წაიკითხეს მისი ნაწარმოებები.
ხოლო XI კლასის მოსწავლეებმა (საგნის მასწავლებელი მაია მელუავა) დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ნახეს 2015 წელს მიხეილ ბერინაშვილის გადაღებული ფილმი „ვინ მოკლა ილია“.
ფილმმა დიდი შთაბეჭდილება იქონია მოსწავლეებზე.
მათ ასევე განიხილეს ფილმი, ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მსახიობმა - კოტე თოლორდავამ ილიას როლი საუკეთესოდ შეასრულა. მათ აგრეთვე ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს თუ როგორ ტერორს ახორციელებდნენ ერის მამისა და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მიმართ.
ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე VI-VIII და IX კლასების მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: დ.რობაქიძე დ.გორგაძე) მოიძიეს ინფორმაციები, მოაწყვეს მათი განხილვა და გამოუშვეს კედლის გაზეთი „ილია ჭავჭავაძე-187“.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.