მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს და ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
მათ ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო საშემოდგომო ნობათი, რამაც გარემო მეტად გაალამაზა.
„მხიარულებითა და ყიჟინით გავაცილეთ დალოცვილი, მადლიანი შემოდგომა. დოვლათით აგვივსო საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული. დიდხანს ემუშაოს გლეხის მარჯვენას, რომ წლის მოსავალი მუდამ ბარაქიანი ჰქონდეს“, - ასეთი შემართებით შეასხეს ხოტბა შემოდგომის მრავალფეროვნებას სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.