მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება-წარმოჩენაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში პედაგოგ გუგა ბენდელიანის ინიციატივით, ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-3 და მე-4ბ კლასების მოსწავლეები. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.
შეჯიბრი მოიცავდა კითხვებს სხვადასხვა დისციპლინიდან: მათემატიკიდან, ქართული ენა/ლიტერატურიდან და ბუნებისმეტყველებიდან.
მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული, გამოავლინეს სწრაფი აზროვნება, კომუნიკაციის უნარები და შემოქმედებითი მიდგომა.
შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სერტიფიკატები.
ღონისძიება სკოლაში მიიჩნიეს წარმატებულად და მოზარდების განვითარებისთვის მნიშვნელოვნად.
აქტივობა მორგებული იყო სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე და მოტივაციის გაზრდაზე, რაც დადებითად აისახა მონაწილეების განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.