სიახლეები
სკოლები

თბილისის N36 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე მასშტაბურად აღინიშნა
21-11-2024
-
+


თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის სხხვადასხვა კლასში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებები ჩატარდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველაზე დიდი ქართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მე-3   და მე-3  კლასების მოსწავლეები მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ. მათ პატივი მიაგეს ერის მამის საფლავს. პატარებმა გაიხსენეს მისი ბიოგრაფია, ლექსები და ბრძნული გამონათქვამები.

აქტივობას მასწავლებლები: რუსუდან მერკვილაძე, დალი ცქვიტიშვილი და თამუნა ჩაჩუა ხელმძღვანელობდნენ.

I კლასის მოსწავლეები კი ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამა თოჯინების ისტორიას დაესწრნენ და თავადაც დაამზადეს ძველი ქართული სარიტუალო თოჯინები .

აღნიშნული კლასის ხელმძღვანელი ნანი ჯამბაზიშვილი გახლდავთ.

ამ დღეს ასევე აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია მე-4 კლასში. ამ დღეს კლასში თემაზე - „ილია მართალი“ საინტერესო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მიეძღვნა.

მასწავლებელმა, სოფიო ასლამაზიშვილმა, მოსწავლეებს გააცნო ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, ისაუბრა იმის შესახებ თუ რა ძალისხმევა დასჭირდა მას ქართული ენის, მამულის და სარწმუნოების შენარჩუნებაში.

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან  187-ე წლისთავის აღსანიშნავად კი II კლასის მოსწავლეებმა,  კვირეულის ფარგლებში, ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობა. ისინი გაეცნენ მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ასევე დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმი.

მათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დალი ცქვიტიშვილი  ხელმძღვანელობდათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება