სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა, პატივისცემა და მიმღებლობა“ - ინგა კვასტიანი, ფანაგის საჯარო სკოლის პედაგოგი  
21-11-2024
-
+


ინგა კვასტიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია, რომლისთვისაც მოსწავლეთა ინტერესები უმნიშვნელოვანესია. მომავალ თაობას მოუწოდებს ისწრაფოდნენ წარმატებისკენ და იყვნენ განვითარებაზე ორიენტირებულნი. ამ შემართებით კი მოწოდებულია ბავშვებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. 

იხილეთ ბლიც-ინტერევიუ პედაგოგ ინგა კვასტიანთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მშვიდ, უსაფრთხო გარემოს, სადაც პრიორიტეტია პოზიტიური თანამშრომლობა სასკოლო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის თანამონაწილეობით.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, პატივისცემა და მიმღებლობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი ქმნიან პოზიტიურ სასწავლო გარემოს სკოლაში, გაკვეთილზე და უნდა ვთქვა,რომ მე ჩემი მოსწავლეებისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სხვადასხვა უნარებით აღჭურვილ და მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებების მატარებელი მოსწავლის ჩამოყალიბებას და ღზრდას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- თითოეული მოსწავლის ანთებული თვალები, როცა მათ ცოდნის მიგნებაში ვეხმარები და შესაბამისად ვაფასებ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ყველა მიღწევას ცოდნის ძიების გზაზე.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი და ფილოსოფოსის ქვა“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება