მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაქალაქის ღისშესანიშნაობები დაათვალიერეს.
მე- 5ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნანა იოსელიანის ხელმძღვანელობით თბილისის ქუჩებში გაისეირნეს.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„წარსული და თანამედროვეობა რომ ერთი უწყვეტი ჯაჭვია, ეს მხოლოდ მშრალი ცოდნაა, რომელიც ცხოველმყოფელობას მაშინ იძენს, როცა მოზარდი თაობა ამ ჭეშმარიტებაში თავად დარწმუნდება, გაუხუნარი შთაბეჭდილებებით შეიგრძნობს ამას და მეტი ინტერესი გაუჩნდება ისტორიის მიმართ. განათლება ალის დანთებაა და არა ჭურჭლის ავსება“,- აღნიშნავს ექსკურსიის მნიშვნელობაზე საიბრისას პედაგოგი და დასძენს, რომ ცნობისმოყვარეობის, სიყვარულის, სიხარულის ცეცხლი დაანთო მე- 5ბ კლასის მოსწავლეების გულში ძველი თბილისის ქუჩებში გასეირნებამ და საინტერესო ისტორიების მოსმენამ.
მათ თვალწინ გადაიშალა ძველი თბილისის პანორამული სურათი: თბილისის გალავანი, მიწისქვეშა ბილიკი, ცუხე-გალავნის ნაშთები, შავთელის ქუჩა, ერეკლეს მოედანი, სიონი, ძველი ქარვასლა, მეიდანი, აბანოთოთუბანი, ქართული იარაღის მუზეუმი, ლეღვთა ხევი, მშვიდობის ხიდი და რიყის პარკი.
„თბილისის მზე ათბობდა სივრცეს და ჩვენს გულებს, თბილისში ხომ „ზამთარიც გაზაფხულია”,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეებს კვლავ არაერთ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.