მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებენ, ცოდნისა და უნარების გასავითარებლად კი ბავშვებს საინტერესო სასწავლო მიდგომებს სთავაზობენ. მათ შორის მოსწავლეთა დიდი ინტერესით სარგებლობს პროექტებით სწავლება.
მასწავლებელმა - ნანა რუხაიამ ოქტომბერში, მე-6გ კლასში განახორციელა პროექტი - „შემოდგომა - მერცხალი“ ოსკარ უაილდის „ბედნიერი პრინცის“ მიხედვით.
პროექტი მე-6 კლასელებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოიცავდა არაერთ აქტივობას და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
„შევეცადეთ საკუთარი პოზიციების დამოუკიდებლად და ორიგინალურად გამოხატვის უნარები კიდევ უფრო გაგვევითარებინა, დავდგით მინი სპექტაკლი, საკუთარი ხელით გავაკეთეთ რესურსები, მოვაწყვეთ დისკუსია მერცხლისა და პრინცის სიკეთეზე, შევისწავლეთ ახალი ლექსიკური ერთეულები, ტექსტი დავამუშავეთ სახალისო აქტივობებით. განვივითარეთ საკომუნიკაციო სიტუაციებში ფუნქციური სამეტყველო ქმედებების მიზნობრივად განხორციელების უნარი. ამაღლდა ჩართულობის ხარისხიც. მოსწავლეები გულწრფელი მონდომებით ცდილობდნენ საკუთარი კრეატიული აზროვნების წარმოჩენას, რასაც უთუოდ გამოიყენებენ ტრანსფერში“,- აღნიშნავს პედაგოგი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას და დასძენს, რომ პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა შორის ფსიქოემოციური მდგომარეობის უკეთ გაცნობასა და მათი თვითრეფლექსიის უნარის განვითარებას, ტოლერანტობისა და ემპათიის გამოვლინებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.