მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ახორციელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას. მიმდინარე კვირას გუდავაძე -პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს სწორედ ფონდის სტიპენდიატებთან და სტუდენტებთან შეხვედრა წარმოადგენდა. ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ასევე დაესწრო ახალგაზრდა პედაგოგის თეონა თათოშვილის, ყოფილი სტიპენდიატის, ღია გაკვეთილს სოფელ წყრუთის სომხურენოვან სკოლაში
ღია გაკვეთილის შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთან. სტუმრებს მიესალმნენ და მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა მერაბ ბერიძემ, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გულიკო ბექაურმა.
ფონდისა და სჯსუს თანამშრომლობა 2020 წლიდან ხორციელდება და იგი მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამით არ შემოიფარგლება. მიმდინარე სასწავლო წელს, გპფ-ს ხელშეწყობით და მხარდაჭერით უნივერსიტეტში დაიწყო ახალი არჩევითი მოდულის სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული, საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტებისთვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა შეხვედრაზე სწორედ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების მნიშვნელობის შესახებ
ღონისძიებაზე ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს წარმატებული სწავლისა და აქტიურობისათვის, ისაუბრა ფონდის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, როგორიცაა მასწავლებლის პროფესიის ხელშეწყობა და განვითარება. მან ასევე მადლობის სიგელით დააჯილდოვა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი, მაკა ბერიძე და ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, გულიკო ბექაური. შეხვედრის ბოლოს გაიმართა სტუდენტთა სასტიპენდიო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.