სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

მოსწავლეები იხსენებენ, ყველაზე დასამახსოვრებელ და სასიამოვნო შეფასებას, რაც მასწავლებლისგან მოუსმენიათ
06-01-2025
-
+


ცნობილი ფაქტია, რომ მოსწავლეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების მათდამი დამოკიდებულებას, მათ თითოეულ სიტყვასა თუ ქმედებას. 

ზოგჯერ, ახალგაზრდებს სწორედ მასწავლებლების გამო მიუხარიათ სკოლაში და საყვარელი პედაგოგების საგნებს განსაკუთრებული მონდომებით სწავლობენ. მათგან გაგონილი დადებითი უკუკავშირი კი, ხშირად მოტივაციისა თუ მომავლის ინსპირაციის წყაროც ხდება. 

ჩვენ სკოლის მოსწავლეებს ვკითხეთ, რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო შეფასება, რაც მასწავლებლისგან მიუღიათ. მათი პასუხებიდან კი ცხადია, თუ რამდენად მოქმედებს მათ თავდაჯერებულობაზე, განწყობასა და სწავლის ხარისხზეც თითოეული ის სიტყვა, რასაც პედაგოგისგან ისმენენ. 

მე-9 კლასის მოსწავლე ნიკოლოზმა გაიხსენა, რომ მას მასწავლებელმა სხვებისთვის სანიმუშო უწოდა.

„მასწავლებელმა შესვენებაზე მითხრა, რომ სხვა მოსწავლეებისთვის შეიძლება კარგი მაგალითი ვყოფილიყავი, რადგან კარგადაც ვსწავლობ და კალათბურთშიც მიღწევები მაქვს. მან თქვა, ორივეს თანაბარ ყურადღებას რომ უთმობ, ეს სანიმუშოაო“,- ამბობს ნიკოლოზი.

თაკო მე-8 კლასშია და როგორც აღმოჩნდა, მასწავლებლები დადებითი შეფასებით ხშირად ანებივრებენ, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნო გეოგრაფიის პედაგოგის ნათქვამი სიტყვები აღმოჩნდა.

„ჩემი ქართულის და გეოგრაფიის მასწავლებლები ძალიან საყვარლები არიან. როდესაც დავალებას კარგად ვასრულებთ, ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ყოჩაღები ვართ. მეც მიხარია ხოლმე, როდესაც მათი გაკვეთილი გვაქვს. ახლა რაც შემიძლია გავიხსენო ისაა, რომ გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“,- იხსენებს თაკო.

მეათეკლასელი მარიკო კი იხსენებს, როგორ გაამხიარულა ნაღვლიანი მასწავლებელი და რა სიტყვები მოისმინა მისგან.

„ზოგადად, სკოლა და ჩემი მასწავლებლების უმეტესობა მიყვარს და ვაფასებ, რადგან მოსწავლეებს კარგად ექცევიან. რაც შეეხება ყველაზე სასიამოვნო შეფასებას, ერთხელ ჩემი ხელოვნების მასწავლებელი გაკვეთილზე ძალიან ნაღვლიანი იყო, უცებ რაღაც ხუმრობა ვთქვი, რაზეც გაეცინა. შემდეგ, მითხრა, ადამიანების გამხიარულების იშვიათი ნიჭი გაქვს და ეს ძალიან მაგარიაო. მისი ნათქვამი დამამახსოვრდა, რადგან ვფიქრობ, რომ მაშინ გაცინება ძალიან სჭირდებოდა“,- გვიყვება მარიკო.

გიორგისთვის, რომელიც მე-10 კლასში სწავლობს, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მათემატიკის პედაგოგის შეფასება გახდა. მოსწავლე ძალიან რთულ ამოცანას შეეჭიდა და მისი ამოხსნის შემდეგ, მასწავლებელმა შეაქო. 

„მასწავლებლები გვაქებენ ხოლმე, ყოჩაღო გვეუბნებიან, მაგრამ ეს ყოველდღიურად ხდება ხოლმე. ძალიან დასამახსოვრებელი და სასიამოვნო შეფასება რა იყო, ამაზე დაფიქრება დამჭირდება. ალბათ, მაინც იმას გამოვყოფდი, მათემატიკის მასწავლებელმა ერთი წლის წინ რომ მითხრა, შენ ყველა სიტუაციიდან იპოვი გამოსავალსო. რაღაც რთული ამოცანა გვქონდა დავალებად, ბევრი ფიქრი სჭირდებოდა და მე ამოვხსენი. თან, სკოლაში მისვლამდე ვეჭვობდი, სწორი იყო თუ არა. როდესაც ეს სიტყვები მითხრა, თავდაჯერებული გავხდი“, - ამბობს გიორგი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება