მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
თანამედროვე ეპოქაში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, დეზინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით აქტუალურია. დეზინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს, როგორც სოციალური ქსელების, ისე ტრადიციული მედიის საშუალებით და ხშირად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განწყობების შეცვლას ან კონფლიქტების გაღვივებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით მოზარდებმა შეძლონ ინფორმაციის კრიტიკული გაანალიზება და მედიაწიგნიერების უნარების განვითარება. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, უერთდება თანამედროვე ეპოქის გამოწვევებს და წელს მედიაწიგნიერების სწავლება, როგორც ფორმალური განათლების ნოვაცია ინერგება სასკოლო თემში.
მედიაწიგნიერების მასწავლებლის - სოფიკო გორგილაძის ინიციატივითა და სკოლის დირექტორის- ლალი მელივას მხარდაჭერით, შეიქმნა მე-10 კლასელთა გუნდი, რომლის წევრებმაც ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამოცხადებულ კონკურსზე წარადგინეს სტატია თემაზე - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას“.
საკონკურსო ნაშრომები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, მოსწავლეები კი დაჯილდოვდნენ ოლიმპიადაში მონაწილების დამადასტურებელი სერტიფიკატებით.
როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას; დეზინფორმაციის ამოცნობა; დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; - სწორედ ამ სკითხებზე იმსჯელეს მოსწავლეებმა საკონკურსო სტატიაში.
1. მონაცემთა წყაროს გადამოწმება;
2. სათაურების და შინაარსის შედარება;
3. ფაქტების გადამოწმება;
ამ ტიპის ქვეპუნქტების განხილვით კი, კიდევ უფრო საინტერესო გახდა სამუშაო პროცესი.
კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერების აუცილებელი ნაწილია. კითხვები, რომელთა დასმაც უნდა შეგვეძლოს, მოიცავს:
აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელები დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი არხია. სტატიის ავტორებმა ამ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება და შესაბამის პუნქტებად ჩამოაყალიბეს:
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მედიაწიგნიერების სწავლება აუცილებელია სკოლებში, რადგან იგი აძლევს ახალგაზრდებს ცოდნას და უნარებს - იყვნენ ინფორმირებულნი და დაცულნი.
დეზინფორმაციასთან ბრძოლა არ არის მარტივი პროცესი, სწორი მიდგომებით, კი შესაძლებელია შევამციროთ მისი გავლენა: სიფრთხილით, კრიტიკული ხედვით ვეცადოთ სიმართლის დადგენას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.