მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის, ისინი თვითმმართველობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრებში - „გაიგე მეტი თვითმმართველობაზე“ მონაწილეობდნენ. მათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური ჯილდოები საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ, ლაგოდეხის რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა შუშტაკაშვილმა და სკოლის დირექტორმა - მარინა ნანდოშვილმა-წიქარიშვილმა გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრების ფორმატში, ახალგაზრდებს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოს ფუნქციებსა და მუშაობაზე, მონაწილეობით ფორმებზე, ჩართულობის ინსტრუმენტებსა და აპარატის საქმიანობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - კახა ჯამბურიამ მიაწოდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.