მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როზა შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგია, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასწავლიდეს ისეთ გარემოში, სადაც ურთიერთპატივისცემა ფასობს, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები დაფასებულები არიან, თავის მხრივ ზრუნავს, რომ მოსწავლეებს სწორედ ასეთი ჰარმონიული გარემო შეუქმნას და თეორიულ ცოდნის გადაცემასთან ერთად, მათთვის სასკოლო ცხოვრება თავგადასავლებით სავსე სამყაროდ აქციოს.
იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ როზა შენგელიასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ურიერთერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასკოლო გარემოს, სადაც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი გრძნობს, რომ ის ღირებული და დაფასებულია.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთგაგება, სითბო და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მათ უხარიათ ერთმანეთის წარმატება, არიან მოტივირებულები და მიზანდასახულები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთიან, შეკრულ, წარმატებაზე ორიენტირებულ გუნდს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებისთვის ვიყო მაგალითი, მოტივატორი, მეგობარი და მრჩეველი.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- რ.ჯ. პალაციოს - „საოცრება“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- შემეცნებითი ღონისძიებები, ვიქტორინები ...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.