მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს, დაშტაფისა და არაფლოს საჯარო სკოლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით საკითხებსა და მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლებას.
ამჯერად, სკოლები გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდნენ და საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ.
2 მარტს, ქალაქ მარნეულში, აზერბაიჯანულ სახლში „მწვანე აზროვნების განხორციელებული პროექტის - 3R Marneuli: Think Green შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში, 24 სექტემბერს, არაოფიციალურიდ ჩატარდა - „მარნეულის დასუფთავების დღე“, რომელშიც 420 - მდე მარნეულელი იყო ჩართული, საბოლოოდ კი, 3000 ტონამდე ნარჩენი დასუფთავდა.
ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ეკო- კონკურსი - „შეაჩერე პლატმასით დაბინძურება“, მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის, მასში ჩაერთო 15 სკოლა.
პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა საინფორმაციო კამპანია - „სუფთა მარნეულისთვის“.
ჩატარდა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები, სოციალურ ქსელში შეიქმნა სხვადასხვა ვიზუალური კონტენტები, ბოლოს კი, დახურვის ცერემონია გაიმართა.
დახურვის ცერემონიაში ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე სკოლების წარმომადგენლები, მათ შორის იყვნენ
დაშტაფის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლიანა აბაშიძე;
არაფლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ციური აბაშიძე და სოფიო აბაშიძე;
თაქალოს საჯარო სკოლის მასწავლებელი და ასევე პროექტის კოორდინატორი გიულგიუნ მამედხანოვა.
შემაჯამებელი შეხვედრა გახსნა პროექტის კოორდინატორმა გიულგიუნ მამედხანოვამ და პროექტის შედეგების პრეზენტაცია წარუდგინა აუდიტორიას.
ბოლოს კი, მონაწილე სკოლებს სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე გამოვავლინეთ გამარჯვებული სკოლები, რომლებმაც ყველაზე მეტად პლატმასები შეაგროვეს.
ღონისძიების დასასრულს კი, გამარჯვებული სკოლები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს