სიახლეები
პიროვნება

„პოზიტიურია სასკოლო გარემო, სადაც მოსწავლე თავს გრძნობს დაცულად, ღირებულად“ - ნინო მჟავანაძე​, ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორი
25-11-2024
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო მჟავანაძისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის უსაფრთხო, მათ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა, რისთვისაც თავს არ ზოგავს. ის აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე. სკოლის ხელმძღვანელი ასევე აუცილებლად მიიჩნევს მოსწავლეებთან მეგობრულ, პოზიტიურ და ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი ნინო მჟავანაძე პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- გარემოს, სადაც მოსწავლე თავს გრძნობს დაცულად, ღირებულად, პოზიტიური სასწავლო გარემო უზრუნველყოფს ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციური განვითარებას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა. ჩვენი განწყობა, ქცევა და დამოკიდებულება მოსწავლეებზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მათში ვხედავ მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სამშობლოს, ოჯახის, ქართული ტრადიციების, სახელმწიფო ენის, ისტორიისა და კულტურის პატივისცემა.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ურთიერთპატივისცემას, თანამშრომლობას. საერთო ინტერესებითა და ღირებულებებით გაერთიანებული ძლიერი სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის კეთილდღეობის გარანტია.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- თვალებანთებულ მოსწავლეებთან შეხვედრა, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანესია ყოველი სასკოლო სასიკეთო ცვლილება, მაძლევს მოტივაციას რომ მომავალი დღე შევუქმნა იმაზე კარგი ვიდრე წინა იყო.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- IV-VI კლასის მოსწავლეებს ვურჩევ წაიკითხონ გიორგი ლეონიძის „ჩვენი ჭერამი“; VII-IX კლასის მოსწავლეებს - ნოდარ დუმბაძის „ჰელადოს“; გოდერძი ჩოხელის - „დამიბრუნეთ ჩემი ირმები“. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება