მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დიანა ტუმასიანი მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მეგობრული, პოზიტიური და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რასაც ახერხებს კიდეც. სკოლის ხემძღვანელი მათთვის საჭირო რჩევა-დარიგებასაც არ იშურებს, რასაც ბავშვები ითვალისწინებენ.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დიანა ტუმასიანი პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პოზიტიური სასკოლო გარემო ნიშნავს ხალისიან, ბედნიერ დამოკიდებულებას, როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მიმართ.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- პატივისცემა, ნდობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს, თამამად ხვდებიან სიახლეებს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მეგობრობას, მხარდაჭერას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეების ყოველდღიური წარმატება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ვურჩევდი მოსწავლეებს წაიკითხონ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო წარმოდგენები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ