მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს სთავაზობენ და მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ზრუნავენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურად მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის წრე „არგუმენტების ძალა“.
სკოლაში მათი მორიგი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა საინტერესო დებატები გამართეს.
„დებატები ინტელექტუალური და საკომუნიკაციო აქტივობაა, ლოგიკური მსჯელობა კი მისი ქვაკუთხედი, როცა დებატებში მონაწილეობ, უმთავრესია, შენი პოზიცია არა მხოლოდ ემოციურად გამართლებული, არამედ ფაქტობრივად და ლოგიკურად იყოს დასაბუთებული.
საკითხი ზოგად ასპექტში პრობლემურია, ამიტომ აუცილებელია მოსწავლეებში დებატების ხელოვნების უნარების განვითარება. სწორედ აღნიშნულ საკითხს დაეთმო შეხვედრა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
წრის წევრები გაეცნენ დებატების ძირითად პრინციპებს, ტიპებს და ძირითად მახასიათებლებს, ეფექტურად წარმართვის ხერხებს, იმუშავეს პრაქტიკულ მაგალითებზე და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ დებატების პროცესში განვითარებული უნარები როგორც ინტელექტუალური ზრდის, ასევე კრიტიკული და პასუხისმგებლიანი აზროვნების ჩამოყალიბების საწინდარია.
„წრის მეცადინეობა საინტერესოდ წარიმართა, დაიგეგმა მომდევნო შეხვედრის თემა“ , - აღნიშნავს პედაგოგი ირმა ქუთიძე.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.