მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც განსაკუთრებით გამორჩეული და მრავალფეროვანი პროგრამით იყო დატვირთული.
ღონისძიება ქართული ენის მასწავლებლებმა: ვენერა მღებრიშვილმა, ხათუნა ლომიძემ და თამარ სუკასიანმა მოამზადეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები საქართველოს მეღვინეობის განვითარების ისტორიის შესახებ, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს თემატური სიმღერები.
მსმენელებმა დიდი სიამოვნებით იხილეს პიესა-ინსცენირება, ცეკვა „ცანგალა და გოგონა“, რომელიც ქართული ტრადიციების სიღრმისეულად გაცნობასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
„ზეიმი კიდევ უფრო გაალამაზა აჭარული ცეკვითა და ქართული ხალხური მუსიკის მელოდიებით შესრულებულმა ნომრებმა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ზეიმის ბოლოს კი მოსწავლეებმა თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
„ღონისძიებამ არა მხოლოდ გაზარდა მოსწავლეების ცოდნა ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ, არამედ წაახალისა მათი შემოქმედებითი უნარები და გუნდური მუშაობის განვითარება. ეს დღე სკოლის საზოგადოებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა!“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სომხურენოვანმა მოსწავლეებმა ქართული ენის ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.