მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწავლის პირველ ნაბიჯებს, რადგან სწორედ აქედან ეყრება საძირკველი განათლებას.
სკოლა სომხურენოვანია. პირველ კლასში კი 2 მოსწავლეა. მართალია, კლასი მცირერიცხოვანია, მაგრამ როგორც თავად სკოლაში აღნიშნავენ, ამას ხელი არ შეუშლია მასწავლებლისთვის, რომ საინტერესო გაკვეთილი წარემართა.
პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
მასწავლებელმა გაკვეთილი საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმართა. ბავშვებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს პირველი ასო-ბგერის წარმოთქმას, ისწავლეს მისი დაწერა და იპოვეს სიტყვები, რომლებიც „ა-თი“ იწყება.
გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა - ლუსინე ოვაკანიანმა განახორციელა შემოქმედებითი აქტივობები: ბავშვებმა იმღერეს და დაიმახსოვრეს პირველ ასო-ბგერასთან დაკავშირებული სიმღერა, დახატეს სურათები, რომლებშიც ასო-ბგერა „ა“ იყო გამოყენებული.
„ეს გაკვეთილი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწავლება გახდეს საინტერესო, მხიარული და მოსწავლეების ენთუზიაზმით სავსე. ორივე ბავშვმა კარგად აითვისა პირველი ასო-ბგერა, რაც მათი სწავლის გზაზე პირველი ნაბიჯი იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...