მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, VIII კლასში, პედაგოგ მაია კანკავას ხელმძღვანელობით თემაზე - „ბულინგი“ განხორციელდა ინგლისურენოვანი პროექტი - Stop bullying! (A review of a film that deals with teenage problems).
მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, სადაც წარმოაჩინეს ბულინგის ტიპები, მიზეზები და შედეგები. იმსჯელეს ბულინგის თავიდან აცილების გზებზე. თითოეული პლაკატიდან გამოყვეს მთავარი სათქმელი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თინეიჯერთა პრობლემებსა და ბულინგის თემაზე გადაღებულ ფილმებზე. დამსწრეთ გააცნეს ფილმების რეჟისორები, მოქმედი პერსონაჟები, შინაარსი და ხაზგასმით განიხილეს მთავარი იდეა.
პროექტის პრეზენტაციისას მსმენელებმა დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და წარმატებები უსურვეს მათ.
აღნიშნული პროექტიდან გამომდინარე, მოქალაქეობის მასწავლებელს - შორენა კიკაბიძეს გაუჩნდა იდეა, რომ მე-8 კლასელები ჩართოს ქალთა ძალადობის აღმოფხვრისათვის დაგეგმილ 16-დღიან კამპანიაში, სადაც ისინი წარადგენენ ბულინგის იმ შემთხვევებს, რომელიც ეხებათ ქალებს, გოგონებს.
მასწავლებელმა - მაია კანკავამ, დაგეგმა ჩატარებული პროექტის swot ანალიზი, რომლის მიზანია მოსწავლეებს დაანახოს პროექტული სწავლების ძლიერი მხარეები. ასევე გაანალიზდეს ამ პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი სუსტი მხარეები, რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდეგ პროექტზე მუშაობისას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.