მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა დაგვილოცე ღმერთო“ გაიმართა. მისი ორგანიზატორი მასწავლებელი ნინო გიორგაძე გახლდათ.
მოსწავლეებმა შემოდგომის მშვენიერებას ხოტბა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრით შეასხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს.
კლასის ხელმძღვანელი - ნინო გიორგაძე ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგს - ნინო ბერძენიშვილს, სპორტისა და ესთეტიკის კათედრასა და ყველა მშობელს, აქტიური თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებულ მადლობას უხდის.
„რაღა თქმა უნდა, მადლობა ფერადი შემოდგომის ფერად მეგობრებს - კლასის ყველა მოსწავლეს ორიგინალური, საინტერესო, სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ღონისძიებისთვის! ოქროსფერი შემოდგომა დაულოცე სრულიად საქართველოს, ღმერთო“,- წერს ღონისძიების ორგანიზატორი, მასწავლებელი ნინო გიორგაძე.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს