სიახლეები
სკოლები

თბილისის N28 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პრეზენტაციით გარემოსდამცველს უმასპინძლეს
26-11-2024
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლაში მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლას მოსწავლის მშობლის - ქეით დეივისის ინიციატივით, აგრონომი და გარემოსდამცველი სანდრო გუჯაბიძე ესტუმრა.

მან მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

სტუმრის ინტერაქციული პრეზენტაცია შეეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა სურსათის წარმოება ძველად და ჩვენს დროში, სოფლის მეურნეობის მომავალი, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კლება და გარემოს დაბინძურება.  

„პრეზენტაციისას წარდგენილმა ილუსტრაციებმა მოსწავლეებს ჩამოთვლილი საკითხების აღქმა მნიშვნელოვნად გაუმარტივა, ხოლო მომხსენებლის შემოთავაზებული ე.წ. ქვიზების საშუალებით მათ მიღებული ცოდნის შეფასება ინტერაქციულ რეჟიმში შეძლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პრეზენტაციას მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები დაესწრნენ. მომავალში კი აღნიშნული პრეზენტაციის ჩატარება მომდევნო კლასების მოსწავლეთათვისაც იგეგმება.  

სასკოლო საზოგადოება მშობელსა და მიწვეულ სტუმარს აღნიშნული დღისთვის მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ბატონ სანდროსა და ქალბატონ ქეითს თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება