სიახლეები
პიროვნება

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს, მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით აღჭურვილ სივრცეს“-ასლი დიასამიძე, ზემო ახალშენის სკოლის პედაგოგი 
25-11-2024
-
+


ასლი დიასამიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგია, რომლისთვისაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბავშვების სიყვარულით გულანთებული ზრუნავს მათ წიგნიერებაზე და ენერგიას არ იშურებს, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცეს.

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ასლი დიასამიძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- საიმედო სიყვარულით და მზრუნველობით სავსე, მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით აღჭურვილ გარემოს. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, ეს დაბადებს დანარჩენს-სიყვარულს, მონდომებას, პატივისცემას, მიზანდასხულობას, საკუთარი თავის რწმენას და ა.შ.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- სუფთა და ლამაზი სულით აღზრდილად მიმაჩნია ისინი, უყვართ და ზრუნავენ ერთმანეთზე, სწორად აფასებენ ღირებულებებს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სწორად გაგებულ უფლება-მოვალეობებს და ზრუნავს მათ დაცვაზე. 

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ხოლმე არის მათი ინტელექტუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ტექსტები, უპირატესობას ქართველ კლასიკოსებს ვანიჭებ, ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც მათ აღზრდა-განვითარებას სწორი კუთხით წარმართავს, თუმცა ეს მოსწავლეთა ლიტერატურული გემოვნების საკითხიცაა. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ყველა ღონისძიება მახარებდა, ვთვლი, მათი წყალობით ვარ ის, ვინც ვარ. დღესაც მიხარია, მიყვარს, ვზრუნავ, მინდა სხვებსაც უხაროდეთ, უყვარდეთ, ზრუნავდნენ...


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება