მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო ინიციატივებით ეხმიანებიან და აქტუალურ თემებზე ცნობიერებას იმაღლებენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ბავშვებმა ამ დღის შექმნის ისტორიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ უკვე 25 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.
მოსწავლეებმა ქართულ რეალობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები.
აქტივობაზე, მონაწილეებმა გაანალიზეც, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია, რასაც განსაზღვრავს მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, ტრადიცია, მრწამსი. შესაბამისად, ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს.
მოსწავლეებმა გაიაზრეს აღნიშნული დღე, მნიშვნელობა მიანიჭეს იმ მოსაზრებას რომ „ადამიანი უნდა მივიღოთ ისეთი როგორიც არის“ და „პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.