TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს 
25-11-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები თემატურად აღინიშნება. 

გამონაკლისი, რასაკვირველია, არც ილია ჭავჭავაძის იუბილე ყოფილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი გაიხსენეს და შეაფასეს.

მათვე ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს და ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე, ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ნახეს და შეაფასეს ფილმი - „ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ღონისძიება ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო. მას ნანა თეგაძე და მანანა ხუციშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

„მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულისა და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი! სწავლა-განათლება თვითონ არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ“,- ღონისძიებაზე ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები ისმოდა. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება