მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, მოსწავლეებმა ოქროსფერი შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
„მზისფერი, ოქროსფერი, ხვავიანი და ბარაქიანი შემოდგომა მთელი მისი მომხიბვლელობით, არსითა და სურნელით წარმოგვიდგინეს ჩვენმა მოსწავლეებმა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა იქ მყოფი თითოელი ადამიანისთვის.
„მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი შრომის, მშობელთა მხარდაჭერისა და თანადგომის შედეგად, შემოდგომის მიწურულის ერთი ჩვეულებრივი დღე ლამაზ, შთამბეჭდავ და შემოდგომასავით ფერად დღედ იქცა“, - ამობენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს, მაწავლებელსა და მშობელს დიდ მადლობას უხდის ასეთი ლამაზი დღისთვის.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს აქტიურობისთვის, ძლიერი სასკოლო საზოგადოება წარმატებული სკოლის საფუძველია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვაკანსიის ვადები და პირობები ცნობილია
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა